

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში PCR ტესტირების რაოდენობა გაზრდილია. ამ დროისთვის ჩატარებულია 152 000 ტესტირება. მათ შორის, 40 ათასამდე სწრაფი ტესტით შემოწმდნენ სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
„ამ დროისთვის 63 მძღოლს კოვიდინფექცია უკვე დაუდასტურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების მთავარი წყარო სწორედ ტრაილერების მძღოლები არიან. თუმცა, თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და ვიტყოდი, რომ ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა.
ეს რიცხვი 0.2%-ია მთლიანად იმ მძღოლებისა, რომლებსაც საქართველოში ტვირთი შემოაქვთ და მთლიანობაში ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის