

ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობა უწყლობის გამო გაუსაძლის მდგომარეობაშია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან აპრილში გამოცხადებული ტენდერი ამ დრომდე მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესშია.
ტენდერში მონაწილე შპს „პროხოდკას ფილიალს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, დავების საბჭომ კი კომპანიის პრეტენზია დააკმაყოფილა.
ეს ინფორმაცია შპს „პროხოდკას ფილიალის“ დირექტორმა ამირან ადეიშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში დაადასტურა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ორგანიზაციამ ხარაგაულის წყალსადენის აღდგენა-მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ფოტოზე – ხარაგაულის წყალსადენის ერთ-ერთი დაზიანებული მონაკვეთი; ფოტო აღებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან 2020 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციიდან.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი