

დღეიდან, 6 ივლისიდან, საგამოფენო სივრცეების გახსნა დასაშვები გახდა. ასევე შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება სასტუმროებში. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა იყო ტრენინგების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების. დავეხმარებით სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ მსგავსი ღონისძიებები“, – ამბობს თურნავა.
6 ივლისიდან სასწავლო პროცესს პროფესიული კოლეჯები განაახლებენ.
განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს.
ამ დროისთვის, 70-მა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის