ხარაგაულში, სოფელ ღარიხევში მცხოვრებ ექვსი ქალიშვილის მამას, ბონდო ლოლაძეს ახლახან 80 წელი შეუსრულდა.
მისი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება იმით იყო გამორჩეული, რომ ექვსივე ქალიშვილმა და მათმა მონაგარმა თავი ერთად მოიყარა.
– ეს დაუვიწყარი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ბონდო ლოლაძე, – ასე ერთად კარგა ხანია არ შევკრებილვართ. ჩემი შთამომავლობა ჩემი საგანძურია. ბედნიერი სიბერე მაქვს, – ყველა თან მყვება და მიფრთხილდება.
რა ვიცი, ბიჭი რომ მყოლოდა, უკეთესს რას გამიკეთებდა. ერთი ეგაა, ჩემ გვარს გააგრძელებდა.
ბონდო ლოლაძემ ოჯახი 1963 წელს ელენე მაჭავარიანთან ერთად შექმნა. მათი უფროსი ქალიშვილი 56 წლისაა, უმცროსი – 41 წლის.
მადონა, ნანა, ირმა, ქეთინო, შორენა, ნუგეშა – სახელები ექვსივეს მამამ შეურჩია. კაცური კაცის სიტყვით იფიცებს, რომ ყველა მათგანის გახარება ძალიან უხაროდა. უმცროსს ნუგეშა იმიტომ დაარქვა, სიბერეში ჩემი ნუგეშისმცემელი იქნებაო.
– ზოგჯერ სხვები რომ მაქილიკებდნენ, არ მწყინდა, – ღმერთმა ექვსი ჯანმრთელი შვილი მაჩუქა და ამაში სახუმარო რა არის. მეუღლეს საყვედურს როგორ ვაკადრებდი?! გვიჩნდებოდა, ვისაც ღმერთი გვჩუქნიდა. ცხოვრების ჭაპანს დღემდე ერთად ვწევთ.
ბუნების ძალის მადლობელი ვარ, – 6 შვილი, 17 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი მყავს. ღმერთმა გამიმრავლოს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ბონდო ლოლაძე (მეორე რიგში) ქალიშვილებთან და სტუმრებთან ერთად
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი