

დღეს დილიდან ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის ლევან აბაშიძის თქმით, სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ხარაგაულში გზის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე არსებული ხიდის დემონტაჟისას გაზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა.
„ხიდთან მდებარე მაგისტრალის მონაკვეთი ექსკავატორმა დააზიანა და ამის გამო იძულებულნი ვართ, ბუნებრივი აირის მოწოდება დროებით შევწვიტოთ“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება დაბა ხარაგაულსა და სამ სოფელს: ბაზალეთს, ჯაფაროულსა და ჩხერს.
ლევან აბაშიძის ინფორმაციით, მასალების მოძიება უკვე დაწყებულია, ქუთაისიდან გამოსულია სარემონტო ჯგუფი. ხარაგაულსა და მის მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აუცილებლად აღუდგებათ.
თამარ ჩხიკვაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის