

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 3 ახალგამოვლენილი შემთხვევიდან ორი შემოტანილია საკარანტინო სივრციდან, ხოლო ერთი მათგანის დასადგენად ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება.
მისივე განმარტებით, ორი შემთხვევა არის მსუბუქი და დაინფიცირებულები სტუდენტები არიან, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ. დაბრუნების შემდეგ მათ ჩაუტარდათ კვლევა და კორონავირუსი დაუდასტურდათ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სტუდენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის სულ 911 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან გამოჯანმრთელებულია – 761.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 2662 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია გადაყვანილი.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის