კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.
ჯანდაცვის სამინისტრომ სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრების ჩასატარებლად რეკომენდაციები შეიმუშავა.
ხარაგაულში კულტურისა და სპორტის მიმართულებით ორი მუნიციპალური ააიპ-ი ფუნქციონირებს – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი. გაზაფხულზე ჩასატარებელი ღონისძიებები, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულში უნდა გაიმართოს.
უკვე სამი თვეა, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასები ისე იცემა, რომ მოსახლეობა შესაბამის მომსახურებას ვერ იღებს. როგორ გაგრძელდება ხარაგაულში კულტურული და სპორტული ცხოვრება, არც ამის გეგმა არსებობს, ჯერჯერობით.
-პანდემიამ ძალიან შეგვზღუდა, – ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, – იმედია, სექტემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყება. ააიპ-ებში დასაქმებულებმა ხელფასები უნდა მიიღონ და არც ერთი შტატი არ უნდა შემცირდეს – ცენტრალური ხელისუფლების ამ პოზიციას სრულად ვიზიარებ.
პირველი ივნისიდან უსინათლოთა პროგრამა უნდა განახლებულიყო, მაგრამ ვერ დავიწყეთ, რადგან 9 ივნისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. თანაც, უსინათლოები რისკჯგუფში არიან და ამიტომ პროგრამის განახლებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ.
დავით კიკნაძესთვის სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებების ჩატარება მაყურებლის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია. მას, ამ დრომდე, ააიპ-ების ხელმძღვანელებთან ზაფხულში გასამართი ღონისძიებების შესახებ არ უმსჯელია და მათგან არც ღონისძიებების გეგმა მოუთხოვია.
– კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორ ნიკო მაჭავარიანთან და ოპერის მომღერალ მამუკა ლომიძესთან ერთად მომღერალ შოთა კიკნაძის საიუბილეო ღონისძიებას ვგეგმავდით, – ამბობს დავით კიკნაძე, – მასშტაბურად უნდა ჩაგვეტარებინა თეატრის დღე, სპორტის დღე, მაგრამ ყველაფერი გადავდეთ.
ღონისძიებების ჩატარებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები ერთია და რეალობა – მეორე. „ჩემი ხარაგაულის“ მეშვეობით რეჟისორ ირინე ჩხეიძის გეგმებს გავეცანი. პანდემიის პირობებში იზა ვეფხვაძის ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლების გამართვა შესაძლებელია. ვფიქრობ, სპორტის ინდივიდუალური სახეობები უნდა გაძლიერდეს – ჭადრაკი, მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი. ჯერჯერობით არ მიფიქრია, რეკომენდაციების გათვალისწინებით თუ როგორ უნდა ჩატარდეს შეკრებები და შეჯიბრებები. ააიპ-ებისგან გეგმებს მომავალ კვირაში მოვითხოვ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.