
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი.
პირველი მონაკვეთის (ძირულა-ხარაგაული-მოლითი) მშენებლობას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, ხოლო მეორე მონაკვეთის (მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი) მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია – „აკორდი“.
მეორე მონაკვეთზე, პირველთან შედარებით, სამუშაოების პროგრესი დაბალია, რისთვისაც კომპანიას გაფრთხილება და შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა. ამ მონაკვეთზე, სამუშაოების დაბალი ტემპი კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარებითაცაა გამოწვეული, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში დამატებითი მუშახელის მობილიზებას მოახდენენ და სამუშაოები ვადებში დასრულდება.
პირველ მონაკვეთზე ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების, გზის საფარისა და მაგისტრალული გაზსადენისა და წყალსადენი მილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონი 2 კმ-იან მონაკვეთზეა დაგებული.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია. პირველი მონაკვეთის რეკონსტრუქცია 2020 წლის ბოლოს დასრულდება ხოლო მეორე მონაკვეთის 2021 წლის ბოლომდე.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად