ეიღეს მცხეთა, შამევიდნენ თბილისში

ხარაგაულის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მიიწვიეს ბალტიისპირეთში, ქალაქ ვენტსპილსში ყვავილების დღესასწაულზე. ღია ცის ქვეშ, ხუთი ათასი მაყურებლის წინაშე გამოვდივართ კონცერტზე. ვცეკვავთ. მე ვასრულებ ქართველი მამის, პაშა გიორგაძე – ქართველი დედის როლს. პაშას რვა თვლაში უნდა მოეტანა და გადმოეცა ჩემთვის ხმალი, რომელიც უნდა ვაჩვენო მოცეკვავე-მოფარიკავეებს. მოცეკვავეები შემოვარდებიან სცენაზე და იწყება ცეცხლოვანი ცეკვა ფარიკაობა. დაიბნა ცხონებული პაშა და აერია სათვალავი… ნელა მოდის…

-პაშა, მოუმატე ნაბიჯს, – ვანიშნებ, – მოუმატე…

ამ დროს როლანდი ხიჯაკაძემ სცენაზე ხმამაღლა დაიძახა – ეიღეს მცხეთა, შამევიდნენ თბილისში, მიაშავე მაგ ხმალი და მეიტეხეთ კისერი, ბოშო…

მაყურებელში ატყდა სიცილ-ხარხარი…

iumori#2

მეხანძრე გია

კულტურის სახლში მეხანძრედ დაინიშნა გია. გავიდა რამდენიმე ხანი. ხუმრობის ხასიათზე ვართ. თამაზი კიკნაძე გიას ეუბნება, განცხადება უნდა დაწეროო, კარნახობს და გიაც წერს:

-მეხანძრედ ვმუშაობ კულტურის სახლში. ვინაიდან ჩემი მეხანძრეობის პერიოდში არ გაჩენილა ხანძარი და ხელფასს ვღებულობ მუქთად, გთხოვთ, ან გააჩინოთ ხანძარი ან გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

iumori#3

 

ჯონდო აფეთქდება

კულტურის სახლის ეზოში ვსხედვართ. მოდის თენგიზ აბაშიძე. ჯონდოს რომ მიუახლოვდა, ამოიღო ასანთი და… ეცა თამაზი ხელში, – თენგიზ, არ გაკრა!

-რატო, რატო, თამაზი ბიძიააა?

-ჯონდო აფეთქდება! – დასპირტული იყო არყით.

iumori#4

ორ კვირაში

ბიჭიკო აბაშიძემ მძღოლად მიიღო კარგი პიროვნება ნოდარ შავიძე. ნათელი დაადგეს, სწორედ იმ პერიოდში აშენებდა ნოდარი სახლს. რამდენჯერმე, ბიჭიკო ბიძიამ რომ  მოიკითხა, უთხრეს, ხანდებშია სამშენებლო ქვაზე წასულიო. ხან სახლის მშენებლობაზე იყო.

ბაზალეთში კონცერტი ჩავატარეთ. მერე ღარიხევში ავედით ნიკო დეკანოსიძის ბებია თამარ დეკანოსიძესთან. გაიშალა სუფრა. ბიჭიკო ბიძია თამადაა. ადღეგრძელებს მშობლებს.

-ნოდარი, კუტა, რავა არის შენი მშობლების საქმე, – ეკითხება.

-აღარ მყავს, ბიჭიკო ბიძია, აღარც ერთი, – უპასუხა.

-ბიჯო, რაღა გეყოლება, რააა… ორ კვირაში მე მამკალი და…

ორი კვირის მიღებული იყო ნოდარი სამსახურში.