

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობის პროცესი ორი თვით გაჩერდა. ამ გზას კომპანია შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აშენებს. კომპანიის დირექტორი ლევან ტრაპაიძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები, რამდენიმე დღეა, განახლდა. ერთი ხიდის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ახლა მეორე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და გზის მთლიანი პერიმეტრის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისთვის მზადება მიმდინარეობს“.
ხელშეკრულების მიხედვით გზის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. ლევან ტრაპაიძის თქმით, ვინაიდან მშენებლობის პროცესი ორი თვით შეჩერდა, ამის გამო, შესაძლოა, დასრულების ვადებიც ამდენივე ხნით გადაიწიოს.
ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,