ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გადაიდო.
რა ბედი ელის ტრადიციულ ფესტივალს „თეატრალური იმერეთი“, რომელიც, უკვე ათი წელია, იმერეთში ზაფხულის დასაწყისში იმართება, – ამის გასარკვევად ფესტივალის დირექტორს, მაია პაქსაშვილს დავუკავშირდით.
მისი ინფორმაციით, „თეატრალური იმერეთი 2020“ სექტემბერში გაიმართება.
„პანდემიის გამო ფესტივალში მონაწილე თეატრებს მომზადების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ფესტივალი წელსაც საერთაშორისო იქნება და მასში საზღვარგარეთის თეატრალური დასებიც ჩაერთვებიან. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, თუ რომელი ქვეყნების თეატრალური დასები გვეწვევიან იმერეთში, ამ დროისთვის, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს. მომიკითხეთ ხარაგაულელი თეატრალები“, – ამბობს მაია პაქსაშვილი.
„იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის სპექტაკლს რეზო კლდიაშვილის პიესის „იმერული რექვიემი“ მიხედვით ვამზადებდით, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების გამო რეპეტიციები შევაჩერეთ. თუ იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენს მაყურებელს შევხვდეთ, კვლავ განვაახლებთ მუშაობას და ყველანაირად ვეცდებით ფესტივალში მონაწილეობა მივიღოთ“, – ამბობს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
ფოტოზე: გასულ წელს ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი