

დღეს დილით უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაქათუბანსა და საქასრიაში მშენებარე ავტობანი დატბორა.
ადიდებულმა წყალმა ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო.
მშენებელი კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის ინფორმაციით, დილით, სამუშაოების მიმდინარეობისას სოფელ საქასრიაში, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ექსკავატორი წყალში მოიყოლა. მძღოლი, რომელიც ექსკავატორს მართავდა, ტრაქტორით უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ადიდებულმა მდინარემ მხოლოდ მშენებარე ავტობანის ტერიტორიის ხევი-უბისას მონაკვეთი დააზიანა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებულ საავატომობილო გზაზე მანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთს (F2) კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ აშენებს.


ფოტოებზე: სტიქია მაქათუბანსა და საქასრიაში
ახალშექმნილ „ოპოზიციის ალიანსში“ ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია:
ხარაგაულში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 2250-ზე მეტი ადამიანი
დედა ის ადამიანია, ვინც დაღლილობას ღიმილით ფარავს, ტკივილს – მოთმინებით,
ლიზა ბარბაქაძე 28-31 იანვარს პარიზის გლობალური მშვიდობის სამიტში მონაწილეობდა.
28 თებერვალს, დილით, ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანზე „პრევენციული“