პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა.
ამ ჯგუფში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იმუშავებენ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, – ამბობს გიორგი გახარია, – ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ“.
მთავრობა საბიუჯეტო დახმარების სახით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 450 მილიონამდე თანხას ელოდება; აქედან 200 მილიონს – უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე.
„დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის.
ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავდროულად აუცილებელია მსჯელობა პოსტკრიზისულ პერიოდში მოქალაქეების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიზნობრივ დახმარებაზე.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობა შეზღუდვებიდან გამოსვლასა და ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადასვლასთან პირდაპირ კავშირშია.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.