

ადამიანები სოციალური არსებები ვართ და „სახლში დარჩენა“, ცოცხალი სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს გვიქმნის.
თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეგნებული გვაქვს, რომ სახლში ვრჩებით იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და საკუთარ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.
„სახლში დარჩენის“ პერიოდი რომ გავიხალისოთ, გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ გთავაზობთ ახალ რუბრიკას – „როგორ ვიყენებ თვითიზოლაციას“.
იდეა ხარაგაულელ კინორეჟისორ რამაზ ბლუაშვილს ეკუთვნის.
მან ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც გვიამბობს, თუ როგორ უმკლავდება თვითიზოლაციის პერიოდს.
„მივეცეთ სასოწარკვეთილებას და ვთქვათ, რომ რა გვეშველება, – თუ ამ ყველაფერს პოზიტიურად, შემართებით შევხედოთ და ვთქვათ, – მოდი, რამე ახალი შევისწავლოთ; ახალი გამოცდილება შევიძინოთ. გავაკეთოთ ყველაფერი ის, რისთვისაც აქამდე დრო არ გვქონდა“, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი.
რა გადაწყვიტა, რის შესწავლა დაიწყო და როგორ იყენებს თვითიზოლაციის პერიოდს, – ამის შესახებ თავად მას მოვუსმინოთ:
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული