საქართველოში მოსახლეობის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის გამო სურსათისა და ანტისეპტიკური საშუალებების მომარაგება დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პროდუქტზე ფასებმა მოიმატა.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ ხარაგაულში, დღეს რამდენიმე მაღაზიასა და აფთაქს ვესტუმრეთ.
მაღაზიის მეპატრონე ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, ფასებმა გაკვეულ პროდუქტებზე მოიმატა.
„სამი დღის წინ მაღაზიებს ხალხის დიდი ნაკადი მოაწყდა, ადამიანები პროდუქტებს იმარაგებდნენ. ეს პანიკის ბრალია. ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა. პროდუქტებზე მარაგები საკმარისადაა. ერთადერთი ბურღულეული ვეღარ ვიყიდე, ფასი ძალიან მომატებულია. თუ ადრე სარეალიზაციო ფასი 1.70 ლარი იყო ახლა მე თვითონ 2.00 ლარი უნდა გადავიხადო“.
„50, 60, 70 თეთრით მოიმატა ფასებმა გარკვეულ პროდუქტზე. ბოსტნეულებიდან ფასების მატება მხოლოდ კარტოფილს, ხახვსა და ნიორს შეეხო, სხვა ბოსტნეულის ფასი არ გაზრდილა,- ამბობს ინდმეწარმე ნელი ბუხნიკაშვილი, – შაქარი ერთი ტომარა 92 ლარი დამიფასეს ზესტაფონში, ხაშურში – 85 ლარად ვიყიდე. პროდუქტებზე ღირებულების მატება ხარაგაულში მომწოდებლებისგან ფასების გაზრდამ გამოიწვია“.
პურის ფქვილის რეალიზატორი მერაბი ჩუბინიძე ამბობს, რომ მომწოდებლებმა ერთი ტომრის ღირებულება 2 ლარით გაზარდეს. მისი თქმით, თუ ადრე ერთ ტომარას 56 ლარად იძენდა, ახლა 58 ლარად უნდა შეიძინოს და 60 ლარად გაყიდოს.
მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ ფასები არ გაზრდილა ხორცპროდუქტებზე, ტკბილეულზე, გაზიან სასმელებსა და სარეცხ საშუალებებზე.
ფასების მატება არ შეხებია მედიკამენტებსაც. ფარმაცევტი მელანო ბლიაძე ამბობს, რომ მედიკამენტებზე მოთხოვნა უმნიშვნელოდ გაიზარდა. ადამიანები უფრო წნევის დასარეგულირებელ და საგულე საშუალებებს ყიდულობენ.
„აფთიაქებში ყველაზე დიდი მოთხოვნა ანტისეპტიკურ საშუალებებზე გაჩნდა. უკვე რამდენიმე დღეა სპირტი, პირბადე და ხელის სადენზიფექციო საშუალებები გამომელია, არც ქსელში არ არის რომ შევიძინო“, -ამბობს მელანო ბლიაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი