ხარაგაულის საავადმყოფოში თხუთმეტი თანამშრომელი ექვსი თვის სახელფასო დავალიანებით მუშაობს. მათ 2019 წლის აგვისტოს თვის ხელფასი 28 იანვარს ჩაერიცხათ. რატომ დაგროვდა ექვსი თვის დავალიანება ხარაგაულის საავადმყოფოში ადგილობრივ კადრებზე, მაშინ როცა ახალდანიშნულ თანამშრომლებს ხელფასი ყოველთვიურად დაუბრკოლებლად ეძლევათ. ამის გასარკვევად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, თანამშრომლებს ხელფასები რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.
„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საავადმყოფოდან ვიღებთ მიღება-ჩაბარების აქტებს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ვამოწმებთ, რამდენად სწორადაა შედგენილი დოკუმენტები, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – შესამოწმებლად 90-დღიანი ვადა გვაქვს. თუმცა, ვინაიდან ქუთაისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ასეთი დოკუმენტაცია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან მოდის, ამ ვადაში ხშირად ვერ ვეტევით. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მონაცემები სამინისტროში იგზავნება. თანხა სამინისტროდან უნდა ჩაირიცხოს.
ვიცი, ადგილობრივი კადრები იჩაგრება. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რა გავაკეთო, ასეთია მოცემულობა. ხარაგაულის საავადმყოფოში გვყავს რამდენიმე მოწვეული სპეციალისტი, ან ახალი მიღებული კადრები, რომლებისთვისაც რაღაც რეზერვებს ვნახულობთ, რომ საავადმყოფოში სპეციალისტები შევინარჩუნოთ და პაციენტებისთვის სერვისები ხელმისაწვდომი იყოს. მარტო ხარაგაული არ არის ასეთ მდგომარეობაში. შევეცდები რამდენიმე თვის ხელფასი ამ თანამშრომლებს ჩვენი რეზერვიდან დავუფარო.
ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ჩვენი შიდა მენეჯმენტის მუშაობას ვერ დავაბრალებთ. ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმები უკვე დაწყებულია“, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი