

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სწავლა, 15 იანვრის ნაცვლად, 20 იანვარს განახლდება.
სასწავლო პროცესის განახლების ვადის გადაწევა ხორცპროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის ხელახალი გამოცხადების საჭიროებამ გამოიწვია. 27 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში მონაწილეობა არცერთმა მომწოდებელმა არ მიიღო. აღნიშნული ტენდერი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 49 500 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
8 იანვარს ხორცპროდუქტების შესასყიდად ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, ამჟამად 54 300 ლარზე. გაერთიანების დირექციამ ხორცპროდუქტების შესასყიდი თანხა პოტენციურ მომწოდებლებთან კონსულტაციების შედეგად გაზარდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბორის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 27 იანვარს განახლდება. ამ ბაღში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად ოთახებში ავეჯი შეაქვთ და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,