„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს წერილების კონკურსს თემაზე: „წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს“.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომლის ადრესატი არის გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. შესაძლებელია, რომ ადრესატი იყოს წარმოსახვითი ან რეალური ძალადობის შემთხვევის მსხვერპლი, თუმცა წერილით არ უნდა მოხდეს რეალური მსხვერპლის იდენტიფიცირება.

წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს:
• მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას;
• თქვენს რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობიისგან;
• მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორიას ქართულ ენაზე. https://ncce.ge/ka/blogs

ის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.

ტექნიკური სახის მოთხოვნები:
სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word ან PDF; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; წერილი შეიძლება იყოს ხელნაწერი.

წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება/ნომერი და კლასი.

მნიშვნელოვანი პირობები:
– ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი;
– პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება;
– დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება;

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

  • პირველი ადგილი: 300 ლარი;
  • მეორე ადგილი: 200 ლარი;
  • მესამე ადგილი: 100 ლარი;
  • ჟიურის რჩეული: 100 ლარი;

მიღებული ნაშრომები სრულად ან ნაწილობრივ განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებით, მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.

ნაშრომის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: info@ncce.ge ხელნაწერი წერილის წარდგენის შემთხვევაში, უნდა გააგზავნოთ დასკანირებული ვერსია და შეინახოთ ორიგინალი.

სათაურის ველში უნდა მიუთითოთ „წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019.

☎️დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: 591 315 136 ქეთი სიბაშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:https://bit.ly/382ZDNi

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.