

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი ამ დრომდე საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მანამდე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.
დღეს, 2026 წლის 15 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა