
ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მცხოვრები ნატო შავიძე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მასწავლებლებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობს. ის საბაზო ხელფასის 35%-იან დანამატს ვერ იღებს, სრულად ექვითება საშემოსავლო გადასახადიც. ამის მიზეზი ისაა, რომ გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებულია, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს.
„ჩემი მესამე შვილი სანამ ორი წლის გახდება, ორას ლარს ავიღებ ყოველთვიურად, – ამბობს ნატო შავიძე, – ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით ვსარგებლობთ. თუმცა მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულებად მე და ჩემი მეუღლე არ ვითვლებით, რადგან გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებულია.“
ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ გასულ თვეში გედსამანიის მოსახლეობამ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასვა საკითხი, რომ გედსამანიის სკოლის თანამშრომლები მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულებად ჩაითვალონ. ლენა აბაშიძე განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევები სხვა რეგიონებშიცაა და ცენტრალური ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს 1 731 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს. ეს საქართველოს ყველა დასახლების თითქმის ნახევარია, თუმცა აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ამ ეტაპზე, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებებია – წიფა, ფონა, გოლათუბანი, გუდათუბანი, ზვარე, ნუნისი, ჩრდილი, პატარა სახვლარი, გოლისი, ბჟინევი, გედსამანია.
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ
„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის,
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ინოვაციებისა
2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ