

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს.
ბაღდათის მოსახლეობის წარმომადგენლებმა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივების, სასმელი წყლის მიწოდების, სოციალური დახმარებების და ქალაქის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს. მათ მისცეს დაპირება, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.
ინფორმაცია მოგვაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ