

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 7-12-16 ივნისს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობისა და მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის ტენდერი 38 135 ლარზე 23 აგვისტოს გამოაცხადა.
ტენდერის ფარგლებში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს კვესრევში, მაქათუბანში, ბორითში, სარგვეშში, ღორეშაში, გედსამანიაში, ლაშეში, ხიდარში, ისლარსა და ბაზალეთში მილხიდების, ხიდბოგირებისა და სახიდე გადასასვლელებისათვის. მაქათუბანში, საბეში, დაბა ხარაგაულსა (ბაზრის ტერიტორია) და საღანძილეში ნაპირდამცავი კედლების, ხოლო ბორითსა და ჯაფარეულში სანიაღვრე არხების მოსაწყობად. ისლარსა და დაბა ხარაგაულში მდინარის კალაპოტის გასაწმენდად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო-საღარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა მოემზადებია, თუმცა ტენდერში არც ერთი საპროექტო კომპანია არ ჩაერთო, ამის გამო ტენდერი არ შედგა.
ფოტოზე: 2019 წლის ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელ დიდვაკის ხიდი
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური