

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა -2009“-ის ყოფილმა მწვრთნელებმა სასამართლო დავა მოუგეს.
გუნდის ორი ყოფილი მწვრთნელის – გიორგობიანისა და მანტკავას სასარგებლოდ სასამართლომ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს 20 250 ლარის გადახდა დააკისრა.
ამ ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, ამ უკანსკნელმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გრიგოლ ჭიპაშვილი სასამართლოს აღმასრულებლის გადაწყვეტილებას ელოდება, თანხის გადახდის ვადების განსასაზღვრად. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაკმაყოფილებლად თანხა არ გააჩნია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის დამატებით გამოყოფას ითხოვს.
მწვრთნელები გიორგობიანი და მანტკავა საფეხბურთო გუნდს „ჩხერიმელა 2009“ 2017 წელს წვრთნიდნენ.
საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრში 2018 წლის აპრილიდან გაერთიანდა.
დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში ეკომიგრანტების სტატუსით კომპენსაციის მიღების
საქართველოს საპატრიარქოსგან გავრცელებული
ლაშე-ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნებას შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში მეწყერიდან
დღეს, 3 ივნისს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ