„საარჩევნო განვითარების სკოლამ“ მსურველთა მიღება დაიწყო. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ტრენინგი 15 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

„საარჩევნო განვითარების სკოლის“ სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

2015-2018 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) გაიმართება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები), 4-დან 11 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

წყარო