კურიოზებს პედაგოგიური პრაქტიკიდან იხსენებს ლილი ბარბაქაძე
დამაცადეთ სიკვდილი
გივიკოს ბებია სამ წლამდე სახლში ზრდიდა. სამი წლის მოიყვანა საბავშვო ბაღში. ბავშვს გასართობად მივეცი ბურთი, რომელიც თანატოლებმა წაართვეს. გივიმ ბურთს სდია, მაგრამ ბავშვებს ვერ გამოსტაცა ხელიდან. გივიკო გაბრაზდა და ბავშვებს მიმართა: „დამაცადეთ სიკვდილი, დამაცადეთ, თქვე გასაწყვეტლებოო, – ისე როგორც ბებიასგან ესმოდა…
ჭუკები ღელეში
მარი მოწყენილი მოვიდა საბავშვო ბაღში. მიზეზი რომ ვკითხეთ, – ჭუკები დაგვიწყდაო,- შემოგვჩივლა.
ძიძამ, რომელსაც სახლში ჭუკები ჰყავდა, თქვა, – იქავე იყოს, იქავეო…
-იქავე კი არა, დედამ ღელეში გადაყარაო, – დააზუსტა მარიმ.
დაიცალა „ბასეინი“
5-6 წლიანებში შემოდგომის ზეიმისთვის ვასწავლით სიმღერას „თებრონე მიდის წყალზედა.“ დარბაზში მოვაწყვეთ „წყარო,“ საითკენაც „თებრონე“ კოკით მხარზე მიდის. გუნდი მღერის „თებრონე მიდის წყალზედა…“ ამ დროს „თებრონე“ უნდა გამოვიდეს კულისებიდან, მაგრამ არ გამოდის.
ვახსენებთ, რომ სიმღერასთან ერთად უნდა წავიდეს „წყაროსკენ,“ მაგრამ „თებრონე“ კვლავ აგვიანებს.
-ჩქარა, გოგო, ჩქარა, დაიცალა „ბასეინი“, – ეძახის ამ დროს ბეტო გუნდიდან.
მიაქვავე და მიახეთქე
კვების ფულს ხელზე ვიღებდით მშობლებისგან. თვის ბოლოს მხოლოდ ნიკას დედას ჰქონდა გადასახდელი. მშობელი ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას და 4 წლის ნიკას ჯგუფში მარტო აგზავნიდა ჭიშკრიდან. იძულებული გავხდი, ნიკასთვის დამებარებინა ფული, – შენს დედიკოს ჩანთაში ჩემი ათი მანეთი აქვს, გაახსენე გამოგატანოს-მეთქი.
დილით ნიკა მოდის გაბრწყინებული სახით, ხელში ფული უჭირავს და მეუბნება:
-აჰა, ლილი მასწავლებელო, დედიკომ თქვა, მიაქვავე და მიახეთქე ეს ფული შენს მასწავლებელს, მაინც არ მოგვეშვებიანო.
2025 წლის იანვრიდან მერიისა და საკრებულოს თანამდებობის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
პარლამენტთან მიმდინარე მედიის წარმომადგენლების
ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს, 20 იანვარს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს.