რამდენიმე კვირაა, რაც ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის თანამდებობა ვაკანტურია.
მენეჯერად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლაშა ელბაქიძე მუშაობდა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, ლაშა ელბაქიძემ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა.
„ლაშა ძალიან კარგი მენეჯერი იყო და ბევრი რამ ხარაგაულის საავადმყოფოში სასიკეთოდ შეცვალა, – გვითხრა ნუგზარ ბოლქვაძემ, – უახლოეს დღეებში შევარჩევთ ხარაგაულის საავადმყოფოს ახალ მენეჯერს. ვფიქრობ ის, დიდი ალბათობით, ხარაგაულელი არ იქნება.“
ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალსა და თანამშრომლებს, თვეებია, ხელფასი არ მიუღიათ. ნუგზარ ბოლქვაძეს ამ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე ვკითხეთ.
„სამწუხაროდ, სახელფასო დავალიანება გვაქვს, მაგრამ ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – იანვარში შესრულებული სამუშაო მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ბარდება. ამ პერიოდიდან დაახლოებით ორი კვირაა საჭირო დოკუმენტაციის დასამუშავებლად. საბოლოო ჯამში, 60 დღის შემდეგ გვაქვს პასუხი, რა თანხა გვეკუთვნის და რა – არა. ამას შემდეგ კიდევ ათი დღეა საჭირო კლინიკისთვის კუთვნილი თანხის ჩასარიცხად.
ადრე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში რამდენიმე მომგებიანი კლინიკა იყო გაერთიანებული და იმ თანხებს ხარაგაულის საავადმყოფოს ვახმარდით, მაგრამ მენეჯმენტის კუთხით პრობლემები შეიქმნა. ხარაგაულის საავადმყოფო სოლიდური თანხით დაჯარიმდა. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქეთევან აბრამიშვილის მენეჯერობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. დაჯარიმებამ ფინანსური მდგომარეობა დაგვიმძიმა.
სავარაუდოდ, ამ კვირაში მთავრობიდან ველოდებით პრობლემის მოგვარებას და უახლოეს ხანში ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას დავფარავთ. ძალიან განვიცდი, რომ მაღალი დონის თავდადებულ პროფესიონალებს სახელფასო დავალიანება დაუგროვდათ.
ხარაგაულის საავადმყოფო უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტებისაა ლაბორატორია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარაგაულელი პაციენტების სხვა მუნიციპალიტეტებში გადინება შევაჩეროთ და მათ ადგილზე მოვემსახუროთ.“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი