

ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი, დღეს, პირველ აპრილს, 95 წლის გახდა.
გიორგი ბლუაშვილი მეორე მსოფლო ომის დროს იბრძოდა ხარკოვში, კიევში, ბრესტში, ვარშავასა და ბერლინში… ის ქალაქ ბრესტის საპატიო მოქალაქეა.
ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მიღებული აქვს – სტალინის 14, ჟუკოვის 1, არმიის სარდლის 2 მადლობა; 12 საიუბილეო მედალი, საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი, დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი.
1952-1995 წლებში გიორგი ბლუაშვილი ხარაგაულის კინოფიკაციას ხელმძღვანელობდა.
„ვარ ძალიან კაცთმოყვარე. ჩემთვის ცუდი ადამიანი არ არსებობს. არც მახსოვს, ვინმეს დავმდურებოდე. დიდი სიყვარულით ვარ ადამიანების მიმართ განწყობილი,“ – ამბობს გიორგი ბლუაშვილი „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან სამი წლის წინანდელ ინტერვიუში.
გასულ ზაფხულს ომის ვეტერანს ხარაგაულში ვიზიტისას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესტუმრა.
ვულოცავთ ღირსეულ ხარაგაულელს 95 წლის იუბილეს და დღეგრძელობას ვუსურვებთ.
ფოტოზე: გიორგი ბლუაშვილი ელიზაბეთ რუდთან ერთად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში