

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 10 მარტს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურული სპექტაკლი „მოსიარულე სიკეთე“.
სპექტაკლი სახალხო არტისტის, იაკობ ტრიპოლსკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოაჩინა იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნაჩვენები იყო მსახიობის მონაწილეობით ფრაგმენტები კინოფილმებიდან.
იაკობ ტრიპოლსკი გაიხსენეს მსახიობის ოჯახის ახლობლებმა: ვანო ჯაფარიძემ, გოგი დოლიძემ, ჯამლეტ ხუხაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა და სხვებმა. იზა ვეფხვაძეს მსახიობის შვილმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, მადლობა გადაუხადა.
სტუდია პიონერფილმის ხელმძღვანელმა გრიშა ჩიგოგიძემ იზა ვეფხვაძეს ,ჩარლი ჩაპლინის” სიგელი გადასცა, ანსამბლ ,,მზიურის” წევრების ხელმოწერებით.
ღონისძიების შემდეგ, საზოგადოების წინაშე, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ ,,მზიურის” მეათე თაობა წარსდგა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,