

ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში 10 თებერვალს „პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის“ სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვა.
ნაკრების წევრმა ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ 86 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში რუმინელი მოჭიდავე 11:0 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, ბულგარეთისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,