

დღეს, 18 აგვისტოს, ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასის წევრები, ქართველ მეგობრებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრებიან.
გუშინ კი გელათი, მოწამეთა და სათაფლია მოვინახულეთ. სტუმრებმა ნანახითა და განცდილით აღფრთოვანება ვერ დამალეს.
ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრს ვესტუმრეთ. ლიმბაჟის თეატრის რეჟისორმა ინტა კალნინამ, მსახიობებთან ერთად, სპექტალიდან „ჩარლის ნათლია“ ორწუთიანი ნაწყვეტი მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინა.
ვერტყვიჭალაში, რესტორან „მარანში“, ჩვენმა ლატვიელმა მეგობრებმა ქართველების განსაკუთრებული მასპინძლობის შესახებ აღნიშნეს.
„მარანში“ ლატვიელებმა თონეში პური საკუთარი ხელით ჩააკრეს, ჩურჩხელები ამოავლეს და არყის გამოხდას დაესწრნენ. ჭურში დაყენებულმა ციცქამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

„მარანში,“ „სიყვარულის ხიდზე“ გადასვლის შემდეგ, ყველა ოცნება სრულდებაო, – გვითხრეს იმერული სტუმართმოყვარეობით გამორჩეულმა მასპინძლებმა – პაატა ჭიპაშვილმა და თამარ კურტანიძემ.
სტუმარ-მასპინძლების ერთად გატარებული ეს ერთი დღეც ორი ქვეყნის პატარა ქალაქების დიდი სიყვარულის დასტური გახლდათ.
ნინო კაპანაძე


ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული,
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე