

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მეთექვსმეტე წელია, რაც ეს დღე ხარაგაულში მთა რკინისჯვარზე მოლოცვით აღინიშნება.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა ანდრიამ საქართველოში რამდენიმე მთაზე ჯვარი აღმართა. ერთ-ერთი ასეთი მთა კი ხარაგაულის ტერიტორიაზეა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ზღვის დონიდან 2439 მ.) მდებარეობს. ადგილობრივები ამ მთას რკინისჯვარს უწოდებენ.
მთა რკინისჯვარზე ანდრიაობის დღესასწაულის მოლოცვის 16-წლიანი ტრადიცია გრძელდება. მომლოცველები ამ დილით რკინისჯვარზე სიონის საკათედრო ტაძრიდან წამობრძანებულ წმიდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად გაემგზავრნენ.
გუშინ მირონმდინარე ხატი ხარაგაულის სამლოცველოში მიაბრძანეს და პარაკლისი გადაუხადეს; ღია ცის ქვეშ გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მომლოცველები 10 საათისთვის გზად „ნიკალას წყაროსთან“ შეისვენებენ, სადაც ადგილობრივი სოფლის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა შედგება.
12 საათის შემდეგ კი მთა რკინისჯვარისაკენ 7 კმ გზას ფეხით გააგრძელებენ.
დაახლოებით 15:00 საათისთვის მთის მწვერვალზე პარაკლისს გადაიხდიან.
მომლოცველების ხარაგაულში გვიან ღამით დაბრუნდებიან. მათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება, შთამბეჭდავი ხედები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფი.
ღონისძიებების მხარდაჭერები არიან: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს საპატრიარქო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #85 განკარგულებით, 54 მუნიციპალიტეტისთვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში ვაკანსიებია გამოცხადებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკი