დიდმარხვის პირველი კვირა მიიწურა. ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს სულიერი სიმტკიცისა და უიმედობის დაძლევისკენ მოუწოდა.
„მარხვაში ადამიანის მიმართ საცდური მეტად ძლიერდება. ამიტომ საკუთარ ცოდვებსა და ვნებებს უნდა ავუმხედრდეთ, – აღნიშნა მოძღვარმა ქადაგებისას, – ეს ძალიან რთულია, მაგრამ უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი, მოვუწოდოთ ღმერთს ჩვენ სულებსა და გულებში. როცა გვგონია, რომ ყველამ მიგვატოვა და გამოსავალი აღარ არსებობს, სწორედ მაშინ უფალი მაცხოვნებელ მარჯვენას გამოგვიწოდებს და იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოვყავართ, რომელშიც ჩვენი ცოდვები გვაგდებს. მთავარია, ყველაზე დიდ ცოდვაში – სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში არ ჩავვარდეთ.
ვისაც აქვს უფლის იმედი, ის ყოველთვის გაიმარჯვებს, რადგან ქრისტემ გაიმარჯვა და სძლია ამ სოფელს. ამიტომ ქრისტესთან ხელჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ.
ნებისმიერი სულიერი მდგომარეობისას განსაცდელი მძიმედ გადასატანია. ჩვენი ხსნა მხოლოდ უფალს შეუძლია – მარხვითა და ლოცვით. ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს და ჩვენც ვისწავლოთ მოწყალება. რაც მეტს გასცემ, მეტი მოგეცემა. ამიტომ მოგიწოდებთ, გაძლიერდით ლოცვაში, ერთმანეთის სიყვარულსა და თანადგომაში.“
სამშაბათს, 27 თებერვალს 17:00 საათზე, ხარაგაულის სამლოცველოში შვიდგზის ზეთისცხება ჩატარდება.
შაბათს, 3 მარტს, კი მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი