ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სასკოლო ასაკის ჯგუფების აღსაზრდელებს ზღაპრები მიწვეულმა სტუმრებმა წაუკითხეს.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ჯგუფ „ნერგების“ აღსაზრდელები საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრენ და საკრებულოს წევრის, ქეთევან ზუმბაძის, მიერ წაკითხული „რწყილი და ჭიანჭველა“ მოისმინეს. ღონისძიების დასაწყისში პატარებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც კაცობრიობის უმთავრეს საგანძურს, წიგნებს, მიუძღვნეს.
„ბავშვები ყოველთვის ცდილობენ, უფროსებს მიბაძონ. როცა ბავშვი ხედავს, რომ უფროსი წიგნს კითხულობს, მასაც უჩნდება სურვილი, ისწავლოს კითხვა და მეგობრებთან ერთად ზღაპრები წაიკითხოს,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ჯგუფ „წითელქუდასათვის“ ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდა“ ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ წაიკითხა. შემდეგ პატარებს თავად „პეპი“ ესტუმრა და ბავშვები გაამხიარულა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი აღსაზრდელებთან ერთად წაკითხული ზღაპრების მთავარ მოქმედ გმირებს ხატავდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ სასკოლო ასაკის ჯგუფის სასწავლო პროგრამაში არის თემა „წიგნი.“ ბავშვები სწავლობენ, როგორ იქმნება წიგნები, როგორ იწერება ზღაპრები. ამ თემაში ერთ-ერთი აქტივობა უფროსების მიერ წიგნის კითხვაა.
„თემის ფარგლებში პატარებმა დაამზადეს წიგნები, რომლებიც საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმეს და სხვადასხვაფერად მოხატეს, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – მსგავსი აქტივობებით პატარები სწავლობენ თავიანთი ფიქრების ფურცელზე გადატანას. ეს ყველაფერი კი მათში სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
წიგნის კითხვის პროცესში აუცილებელია გამომსახველობითი უნარი. მნიშვნელოვანია, ზღაპრის წამკითხველი რამდენად კარგად აცნობს პატარებს ზღაპრის გმირებს. ამის მიხედვით ვარჩევთ, ვინ წაუკითხავს პატარებს ზღაპრებს.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში მოქმედ ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღში აღინიშნა. სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში პატარებს ზღაპრები დაწყებითი კლასების პედაგოგებმა წაუკითხეს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი