ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ მშენებელი ორგანიზაციების შესარჩევად ტენდერები გრძელდება.
– წყალაფორეთში ბუდიანეთისა და ხონის ცენტრალური, ლახუნდარაში ეკლესიის უბანში ცენტრალური სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ ტენდერი 531 169 ლარზე გამოცხადდა;
– ნუნისის სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ – 311 444 ლარზე;
– თეთრაწყაროსა და ახალსოფლის სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის – 371 855 ლარი;
– ზედა ლაშესა და უჩამეთში გზების რეაბილიტაცია 440 709 ლარადაა დაგეგმილი.
მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მშენებლებმა ბუდიანეთის, ხონისა და ლახუნდარას სასოფლო გზების რეაბილიტაცია 180 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულონ; თეთრაწყაროს, ახალსოფლის, ზედა ლაშესა და უჩამეთის სასოფლო გზების – 150 დღეში. რეაბილიტაციის დაწყებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს ნუნისის გზის აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ ტენდერები ასევე მიმდინარეობს სამშენებლო ორგანიზაციების გამოსავლენად ბორის, ქროლის, ნადაბურის, დეისის, გრიგალათის, ვახანისა და სერბაისის სასოფლო გზების, ასევე – ღარიხევში დეკანოსიძეების უბნის, ვაშლევში მე-2 უბნის, საქასრიაში რკინის ხიდის უბნის, უბისაში ძინძიბოურის უბნის, მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი სასოფლო გზისა და ხუნევში კალოს უბნის გზების მშენებლობისათვის. ასევე დაგეგმილია დაბა ხარაგაულში ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა.
ტენდერებში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაციები მარტში გამოვლინდებიან.
სასოფლო გზების რეაბილიტაცია ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი