

გასული წლის ოქტომბერში „ხარაგაულდასუფთავებიდან“ მეეზოვე ვიტალი ჟორჟოლიანი გაათავისუფლეს.
მან ჩათვალა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ვიტალი ჟორჟოლიანი სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„უფროსმა, თემურ ფურცელაძემ მომთხოვა, რომ წყალსადენის მიმდებარედ აკაციის ხეების მოსაჭრელად კვირა დღეს წავყოლოდი, – ამბობს ვიტალი ჟორჟოლიანი, – ამ სამუშაოს შესრულებაზე უარი ვთქვი. ეს არის ჩემი გათავისუფლების მიზეზი.“
„ხარაგაულდასუფთავების“ იურისტი ზვიად ორჯონიკიძე ამბობს, რომ ვიტალი ჟორჟოლიანს გათავისუფლებამდე საყვედური დისციპლინური დარღვევების გამო ხუთჯერ გამოუცხადეს. „გაუფრთხილებლად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიატოვა სამსახური, – განმარტავს ზვიადი ორჯონიკიძე, – ამიტომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლდა.“
ვიტალი ჟორჟოლიანი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის