ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში იმერეთი ლიდერობს. ნახევარფინალში პირველი ოთხი ადგილი იმერეთში მოქმედი საჯარო სკოლების ეკოკლუბებმა დაიკავეს:

ნახევარფინალისტთა პირველი ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა (ს/ქულა 21060);
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა (ს/ქულა 20620);
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა (ს/ქულა 20040);
4. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა (ს/ქულა 17300).

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე ის 128 სკოლა გადავიდა, რომლებმაც 2500 და მეტი ქულის დაგროვება შეძლეს, მათ შორის 23 სკოლა იმერეთიდანაა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალში გადავიდნენ ბაზალეთის, კიცხის, ლეღვანისა და მარელისის საჯარო სკოლები;

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან – გეზრულის, ჭიათურის #1, #2, #4 და #5, პერევისის, სვერისა და თაბაგრების საჯარო სკოლები.

ნახევარფინალები გაიმართება:
17 თებერვალს ბათუმში, სადაც მონაწილეობას მიღებენ აჭარისა და გურიის რეგიონის სკოლები;
18 თებერვალს ზუგდიდში (სამეგრელო-აფხაზეთი);
24 თებერვალს ქუთაისში (იმერეთი);
25 თებერვალს გორში  (შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი, თბილისი);
5 მარტს თბილისში (ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი).

წარმატებებს ვუსურვებთ ნახევარფინალისტებს იმერეთის რეგიონიდან.

წყარო