

ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მეორე ვადით, ხარაგაულელი ანზორ სარალიძე გახდა.
ამ თანამდებობაზე ასარჩევად სამი კანდიდატი მონაწილეობდა. უნივერსიტეტის ლექტორების, სტუდენტებისა და ასპირანტების უმრავლესობამ ნდობა ანზორ სარალიძეს გამოუცხადა.

ანზორ სარალიძემ ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა 1982 წელს დაამთავრა, 1991 წელს – ვლადიმირის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1998 წელს ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 2001 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია. რექტორის თანამდებობაზე კი 2012 წლიდან მუშაობს.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის