ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – იდეების განვითარების ფონდმა (ZIDF) ხარაგაულში საქმიანობა დაიწყო.
ხარაგაულში ფონდის წარმომადგენლის, მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით, ფონდი ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ პიროვნებებს დააფინანსებს.
„პროგრამის მიზანია, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და კულტურის განვითარებაზე ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შენახვა-გადამუშავებისთვის ძირითადი საშუალებების შეძენა, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ფონდის დაფინანსებით შესაძლებელია რქოსანი პირუტყვისა (ღორი, ცხვარი, თხა, ბოცვერი) და ფრინველების შეძენა, საფუტკრე მეურნეობის გაძლიერება, კენკრის, ვენახისა და მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, თევზის მოშენება და საგუბრების რეაბილიტაცია.“
მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით, მცირე გრანტები 200 დოლარიდან 20 ათას დოლარამდე გაიცემა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო დაფინანსებისას ბენეფიციარისგან ფინანსური თანამონაწილეობა საჭირო არ არის.
„ამჟამად დაინტერესებული პირების რეგისტრაცია მიმდინარეობს, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – მათ განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ, რომელსაც ელექტრონულად გადავაგზავნით ორგანიზაციის სათაო ოფისში. რეგისტრაციისთვის გადასახდელია 10 ლარი, რომელიც საბანკო ანგარიშზე თავად იდეის განხორციელების მსურველმა უნდა შეიტანოს. შემდგომ ეტაპზე ბიზნეს იდეების კონკურსი გამოცხადდება.“
დაინტერსებულმა პირებმა მანანა ტაბაშიძეს უნდა მიაკითხოთ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში ან დაუკავშირდეთ ტელეფონით: 577 64 04 00.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი