ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხარაგაულში რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰაბის როლსა და ფუნქციებს, პროექტის სამომავლო გეგმებსა და აქტივობებს გაეცვნენ.
„პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას, თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, – ამბობს იმერეთის რეგიონული ჰაბის კოორდინატორი მაკა ცერცვაძე, – ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ორგანიზაციულ მხარდაჭერას; მათთვის კონსულტაციების გაწევას, თუ როგორ უნდა გაძლიერდნენ და ფინანსურად მდგრად ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ.“
ა/ო „წიფლარის“ დირექტორი მანანა ტაბაშიძე თვლის, რომ ეს პროექტი ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დაუახლოვდებიან როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სხვა არასამთავრობოებს და ერთობლივად შეძლებენ მუნიციპალიტეტის საერთო პრობლემების მოგვარებას.
„ჰაბის შექმნა ერთგვარად ხელს შეუწყობს იმ ყინულის გალღობას, რაც კედელივითაა ხელისუფლებასა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს შორის. ურთიერთთანამშრომლობით ბევრი და კარგი საქმე კეთდება,“ – ამბობს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ წარმომადგენელი რუსუდან გურგენიძე.
იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება. ქუთაისში რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია 10 იანვარს გაიმართა.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი