

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) 5 თებერვალს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში სპექტაკლი გამართა.
სპექტაკლი „ბეჭდაუდებელი ფალავნის ჭიდილი დროსთან“ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონსა და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში რომან რურუას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ლიტერატურული თეატრის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ სპექტაკლით მაყურებელს რომან რურუას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცნო.
სპექტაკლის დასასრულს ხარაგაულელ მაყურებელს თავად „ბეჭდაუდებელი ფალავანი“ მიესალმა და მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა.
„ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, როცა შეჯიბრებების შემდეგ გამოაცხადებდნენ, რომ ქართველი გახდა ჩემპიონი, მე ჩემი ხალხისთვის ვჭიდაობდი,“ – ამბობს რომან რურუა.
ხარაგაულელმა პოეტმა გურამ სახვაძემ რომან რურუას ექსპრომტად ლექსი მიუძღვნა.
იზა ვეფხვაძემ იუბილარს სამყურა ბალახის ოთხყურა ღერები უსახსოვრა შემდეგი განმარტებით, – „ამ ბალახის ოთხყურა ღერი იღბლიანობის მომტანია“.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის