პროექტის „ისწავლე და ასწავლე საქართველოში“ ფარგლებში 2017 წლის სექტემბრიდან ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში კალიფორნიელი მოხალისე მინა საქმიანობს.
მინა ქალაქ სანტიაგოდანაა და ძალიან მოსწონს ხარაგაული, – მისი თქმით, პატარა თანამედროვე ქალაქი; ქართული კულტურა და ტრადიციები. მინას ქართული ცეკვა იმდენად მოეწონა, რომ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საუნჯეში“ დაიწყო მეცადინეობა. ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა ძალიან მხიარულია.
მინამ სკოლაში უმცროსკლასელებისთვის ინგლისური ანბანის შემსწავლელი წრე ჩამოაყალიბა. 31 იანვარს ჩვენს სკოლაში მისი ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო კინო კლუბმა, რაც ინგლისურ ენაზე გახმოვანებული ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს.
მინას ხარაგაულში ჩამოსვლის დღიდან საინტერესო საქმიანი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. ძალიან გვიკვირს, რომ მან ყველა მოსწავლის სახელი სწრაფად დაიმახსოვრა. როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ამ პროექტში ჩართვა, გვიპასუხა:
„პროფესიით პედაგოგი ვარ. მსურს ჩემთვის უცხო ქვეყნებში ბავშვებს ინგლისური ენა შევაყვარო. ეს დამეხმარება, რომ სტაჟირებული მასწავლებელი გავხდე და უცხო ქვეყანაში საკუთარი თავი ვიპოვო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარგ სკოლაში მოვხვდი და უშედეგო არაა ხარაგაულში ჩემი სამიანობა.“
მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან მასთან ურთიერთობით, რადგან კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, კომუნიკაცია დაამყარონ უცხოელ მასწავლებელთან, უკეთ შეისწავლონ ინგლისური ენა და მეტყველება.
მონიკა ბუცხრიკიძე
ნათია ბურჯანაძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები
ფოტოზე: ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა ბუცხრიკიძე, მასწავლებელი ნამი კერესელიძე, ამერიკელი მოხალისე მინა, მასწავლებელი ირინა კაციტაძე, მოსწავლე ნათია ბურჯანაძე და სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი