

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა.
ამ თანამდებობაზე დასანიშნად პრეტენდენტს განათლების სფეროში მუშაობისა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება მოეთხოვება.
ამ თანამდებობის დაკავების მსურველებს განაცხადის ატვირთვა ელექტრონულად შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge
კონკურსი სამეტაპიანია. განაცხადების ატვირთა შესაძლებელია 8 თებერვლამდე. დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ კონკურსანტები ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს გაივლიან.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია. ამ მომენტისთვის ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განაცხადია გაკეთებული.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ამ სამსახურის უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის