

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 29 იანვრის სხდომაზე დეპუტატებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მოლითის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ ტალახაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები დაპირებებად დარჩა და ხალხისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებს უწევთ.
„ოქტომბერში მოდის არჩევნები, როგორ მივიდეთ ხალხთან და რა ვუთხრათ, თუ მათთვის ვერაფერს ვაკეთებთ, – ამბობს ვახტანგ ტალახაძე, – ხომ შეიძლება სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხები ტენდერზე არ გავიდეს და ადგილობრივი ინდმეწარმეები დასაქმდნენ?“
ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატი იულონ კოპაძე უბისიდან ღორეშისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მეწყერისგან გაწმენდას ითხოვს.
ფრაქციის თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ კოლეგებს სთხოვა, რომ სოფლების პრობლემების შესახებ ინფორმაცია წერილობით წარუდგინონ, რათა ეს საკითხები შემდგომში მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილონ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის