29 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ კოლეგებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება გააცნო. ცვლილების თანახმად, იმ ფრაქციებს, რომელთა შემადგენლობაში სამი წევრია, ერთი, ხოლო ცხრა და მეტი წევრის ყოლის შემთხვევაში, ორი მოადგილე ეყოლება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობაში 22 დეპუტატია. ამიტომ ამ ფრაქციის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ფრაქციის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატების – შალვა ლურსმანაშვილისა და ნონა ზურაბიანის არჩევას დაუჭირეს მხარი. შესაბამისი ცვლილება ფრაქციისა და საკრებულოს დებულებებში შევა.
ფრაქციის წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა კოლეგებს წარმატებები უსურვა. „თქვენს საქმიანობას დაემტკიცებინოს, რომ ეს პოზიციები საჭიროა და რეალურად შედეგის მომცემი,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა ფრაქციის სხდომაზე.
რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურებას, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, ეს საკითხი, ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. „მოადგილეების ხელფასი, სავარაუდოდ, 1 100 ლარი იქნება, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – თავდაპირველად საუბრობდნენ, რომ მათი ხელფასი 1 300 ლარით განსაზღვრულიყო, მაგრამ გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობები.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია ფუნქციონირებს – „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება-მრეწველები.“ ამ ფრაქციებში სამ-სამი დეპუტატია გაწევრიანებული. ფრაქციის თავმჯდომარეების, გივი თავზარაშვილისა და იუზა კელენჯერიძის ინფორმაციით, სხდომას უახლოეს ხანში მოიწვევენ და მოადგილეებს აირჩევენ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი