20-21 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში
საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ფალავანი მონაწილეობდა.
79 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ხარაგაულელმა მოჭიდავემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, ევსემი შველიძემ დაიკავა.
ევსემი ჭიდაობაზე მამამ 5 წლის ასაკში მიიყვანა. მისი პირველი მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ანზორ მაღრაძე ამბობს, რომ ევსემს ათვისების განსაკუთრებული უნარი აქვს და ამიტომ ის მომავალშიც დიდ წარმატებას მიაღწევს.
ევსემის დღევანდელი მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი გახარებულია ევსემის გამარჯვებით და გვამცნობს, რომ ამ ჩემპიონატში მოჭიდავეთა შედეგების შესაბამისად საქართველოს ნაკრები ყალიბდება და იწყება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება.
„ეს ჩვენი მოსწავლეების, სკოლისა და მუნიციპალიტეტის გამარჯვებაა, – ამბობს ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი დავით გელაშვილი, – ორი ათეული წელია, საქართველოს ოფიციალურ პირველობაზე ხარაგაულელ სპორტსმენს ასეთი დიდი შედეგისთვის არ მიუღწევია. საქართველოს ნაკრების წევრობა თავისუფალ ჭიდაობაში დიდი წარმატებაა, რადგან საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ევსემი ხარაგაულს მსოფლიო ჩემპიონატზეც ასახელებს.“
თავად ევსემი თვლის, რომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მის ოჯახსა და მწვრთნელებს მიუძღვით: „ჩემპიონობა პირველად კიცხში გამართულ ჩემპიონატზე მოვიპოვე. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო დიდი წარმატებისათვის მიმეღწია. საქართველოს ჩემპიონატზე ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ შევძელი და გავიმარჯვე. ვთვლი, რომ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ჩემი შემდგომი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში უფრო დიდ გამარჯვებას მივაღწევ. ძალიან მინდა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ვიასპარეზო და ოლიმპიური თამაშებისაკენ გავიკვალო გზა,“ – ამბობს ევსემი შველიძე.
მომავალ წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებთ ხარაგაულელ მოჭიდავეს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი