დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით მედიით გავრცელდა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოზიცია სოციალური ქსელით გაავრცელა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.
„ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ცოფის ვაქცინაციის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, – წერს გოჩა გიორგიძე, – საზოგადოების დეზინფორმირება ადვილია, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა გასროლილ ტყვიაზე უფრო საშიშია და მან, შესაძლოა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სრულიად სამედიცინო საზოგადოება, წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობს და სწორედ რომ იმუნიზაციის უმნიშვნელოვანესი მიღწევებით შეძლო არა ერთი სოციალურად საშიში გადამდები დაავადების მართვა ან სრულიად დამარცხება. მათ შორისაა ისეთი მომაკვდინებლი და მძიმე ზოონოზური ინფექცია, როგორიცაა ცოფი.
ბოლო სამი წელია, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და მიაღწია იმას, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფის დაავადებით და მაშინ, როდესაც მადლობას უნდა ვუხდიდეთ იმ ადამიანებს, ვინც ეს შეძლო, ვიწყებთ ბრძოლას მათ წინააღმდეგ.
ყოველთვის ვდევნი ჩემი გონებიდან აზრს, რომ ესა თუ ის მსგავსი საქციელი არის გამიზნული საბოტაჟი ქვეყნისა და ზოგადად, ჯანდაცვის ინსტიტუციის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ კიდევ უფრო საშინელი რამ გვჭირს. ეს საშინელებაა უვიცობა, გაუნათლებლობა, უპასუხისმგებლობა, ეროვნული ღირებულებების არ ქონა და მთავარი – ჩვენ არათუ ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილების და მათი მომავლის სიყვარულიც კი არ გვქონია.
მინდა ვთხოვო ყველა მშობელს: გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც სრულად იცავს თქვენი შვილების მომავალს. ვაქცინა კი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის და გამოიყენება, ყოველთვის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და განსაკუთრებული ყურადღებით კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან.
მინდა ვთხოვო ყველა ექიმს: მაქსიმალურად ჩაერთონ მოსახლეობის სწორი და ადექვატური ინფორმირების პროცესში და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მათ, ნებისმიერ დონის კონსულტაციის დროს ვაქცინაციის უპირატესობებზე.
მინდა ვთხოვო ყველა პედაგოგს – მათ აქვთ ურთიერთობა, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან, გაიარონ კონსულტაციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან და ბავშვებს, მათ მშობლებს მიაწოდონ კომპეტენტური ინფორმაცია ვაქცინაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
მთელი საზოგადოება უნდა ვიდგეთ განსაკუთრებულად ერთმანეთის გვერდით მაშინ, როდესაც მავანთა უპასუხისმგებლო განცხადებებით რისკის ქვეშ ვაყნებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,“ – წერს გოჩა გიორგიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი