

ხარაგაულის თოჯინების თეატრმა ახალმა პროექტი „თეატრი ყველა პატარას“ 17 იანვარს სარგვეშიდან დაიწყო. სპექტაკლი „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ სარგვეშელებთან ერთად ხორითელმა და საბელმა პატარებმაც ნახეს.
ხარაგაულის თოჯინების თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ყველა პატარას ექნება საშუალება, სპექტაკლის რეპეტიციებს დაესწროს.
„სკოლებს შევთავაზებთ, ბავშვები სპექტაკლზე მუშაობის პროცესს დაესწრონ და საკუთარი თვალით ნახონ თოჯინების თეატრის მუშაობის სპეციფიკა.
თოჯინების თეატრის რეპერტუარში უკვე ექვსი სპექტაკლია, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში უკვე 30-ჯერ ნახა პატარა მაყურებელმა. წელს აუცილებლად დავდგამთ ახალ სპექტაკლს, რომელსაც სოფლებშიც გავიტანთ“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სპექტაკლს „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ ლეღვნელი პატარები ნახავენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,