დღეს, 17 იანვარს, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვებისთვის წყალტუბოში ზამთრის ბანაკი დასრულდა. ბანაკში ხარაგაულიდან სამი მოსწავლე მონაწილეობდა – ხარაგაულის #3 და ბორითის საჯარო სკოლების მოსწავლეები. სამივე მათგანმა კინგსის ოლიმპიადაში ქართული ენისა და ლიტერატურის ტურში გაიმარჯვეს. მათ ზამთრის ბანაკის შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა კვინიკაძე ამბობს, რომ ძალიან გაეხარდა, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე, წყალტუბოს ბანაკის შესახებ გაიგო და ერთ კვირაში გაემგზავრა კიდეც.
„პირველივე დღეს ჯგუფებად დავიყავით და ლიდერები ავირჩიეთ, – გვიამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანი მეიფარიანი, – ყოველ დილით ვვარჯიშობდით, ინტელექტუალურ თამაშებს ვაწყობდით, ვასრულებდით ცეკვებსა და სიმღერებს, ვდგამდით იუმორისტულ სკეტჩებს. მესამე დღეს დასკვნითი საღამო გაიმართა და მონაწილეებმა კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან ბევრი ბავშვი გავიცანი და დავუმეგობრდი. ბანაკში არაჩვეულებრივი ლიდერები და ხელმძღვანელები გვყავდნენ.
ბორითის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ელენე გორგაძეს ბანაკი ძალიან მოეწონა და მომავალშიც შეეცდება, კინგსის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიოს. მას განსაკუთრებით ბანაკში დაგეგმილ აქტივობებში თავისი გუნდის წარმატებები ახარებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზამთრის ბანაკი ბაკურიანში 11-17 დეკემბერს გაიმართა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ბანაკში 16 ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობდა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძე ბაკურიანის ამ ბანაკს აქტიური დასვენების ბანაკს უწოდებს.
„ყოველდღიურად მთამსვლელობასა და თოვლზე სრიალში ვვარჯიშობდით, ეწყობოდა ექსკურსიები და სპორტული შეჯიბრებები, – გვიამბობს გიგა ხიჯაკაძე, – ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს თხილამურებით სრიალში შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრებაში სარგვეშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე აკაკი მელაძემ გაიმარჯვა, რომელმაც მედალი და სიგელი დაიმსახურა.
აკაკი მელაძე ამბობს, რომ ძალიან უყვარს თოვლში თხილამურებით სრიალი და ამ წარმატებამ ორმაგად გაახარა.
ფოტოზე: ანი მეიფარიანი, ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად, წყალტუბოს ბანაკში.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი