

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსების თანამდებობებზე დახურული კონკურსები გამოაცხადა.
ეს თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსები – პაატა გოგოლაძე და მალხაზ ფხალაძე საკრებულოში თანამდებობებზე აირჩიეს; ხოლო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოქმედ და ყოფილ საჯარო მოხელეებს აქვთ.
სამსახურის უფროსების ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა 21 იანვრამდეა.
ამ მომენტისთვის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე ოთხი განაცხადია შესული, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსის ვაკანსიებზე – ორ-ორი განაცხადი.
მერიის სამსახურის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1 400 ლარია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის