

სოფელ ბორითის მკვიდრს, 28 წლის ამირან ბარბაქაძეს, თანასოფლელები შვიდი დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული 9 იანვარს ნასვამ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „დაკარგულის მოსაძებნად სოფლის მაცხოვრებლებიც – ასზე მეტი ადამიანია – ჩართული. მდინარემ ამირან ბარბაქაძის ქურთუკი გამორიყა, სამძებრო სამუშაოებში სხვა სოფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.“
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის